Saturday, April 12, 2014

სასწავლო პროექტი

ცნობები ქართული მუსიკის შესახებ.



      ქართული ხალხური მუსიკის ფესვები შორეულ წარსულში იღებს სათავეს. ამას ადასტურებს მეცნიერებისა დახელოვნების დარგები:ისტორია, არქეოლოგია, მხატვრობა,ლიტერატურა, ეთნოგრაფია. ქართული მუსიკის მეცნიერული შესწავლა IXI საუკუნიდან იწყება. უამრავ ქვეყანაში/ინგლისი, საფრანგეთი, ა.შ.შ.,იაპონია, ავსტრალია და სხვა / არსებობს ქართული სიმღერის შემსწავლელი ჯგუფები. 2001 წელს იუნესკომ ქართული ტრადიციული მრავალხმიანობა მსოფლიოს არამატერიალური კულტურის შედევრად აღიარა.

პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებისათვის უძველესი ცნობების, ადამიანის ხმებისა და საკრავთა აღმნიშვნელი ტერმინების გაცნობა-მოძიება.


პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები მოიპოვებენ და გაეცნობიან ინფორმაციას არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ უძველეს ცნობებზე და წერილობით წყაროებზე. მაგ: მცხეთა/სამთავრო/’’მწყემსი ბიჭის სალამური“და ა.შ.



პროექტის მიზანი: უძველესი ცნობებისა და წერილობითი წყაროების მოძიება, მსჯელობა. მოსწავლეთა ჩაბმა შემოქმედებით საქმიანობაში. პრაქტიკული უნარ-ჩვევების  დაუფლება, რომელიც ხელს შეუწყობს ინტერესის გაღვიძებას და მის უკეთ აღქმას. საკითხის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება და მსჯელობის უნარის ჩამოყალიბება.



მოსწავლეთა ასაკი: 12-13 წელი

ვადის ხანგრძლივობა: 2 კვირა.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, გაიუმჯობესებენ კომუნიკაციას. მოიპოვებენ ინფორმაციას ქართული მუსიკის შესახებ. შეისწავლიან ქართული მრავალხმიანობის მსოფლიო არამატერიალურ შედევრად აღიარებულ სიმღერას“ჩაკრულო’’



 პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მოსწავლის სახელმძღვანელო, კალამი, რვეული, აუდიო-დისკი, კომპიუტერი.

პროექტის მსვლელობა:

აქტივობა 1--თემის გაცნობა, კლასის დაყოფა ორ ჯგუფად.

აქტივობა2--ჯგუფებისათვის დავალების განაწილება.

I ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას ქართული მუსიკის შესახებ, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ მუსიკალურ საკრავებზე, ნივთებზე.

II ჯგუფი --მოიპოვებს ფოტო და აუდიო მასალას.

აქტივობა3--მოპოვებული მასალის შესწავლა და სინთეზირება.

პროექტის შეფასება

ფასდება შემდეგი აქტივობები
დაბალი
საშუალო
მაღალი
თემის,იდეის გაცნობიერება. მასალის შეგროვება, დამუშავება.დამხმარე მასალის მოძიება, გამოყენება.
მოსწავლე ვერ ახერხებს საჭირო მასალის მოძიებას,თემის გაცნობიერებას.
უჭირს თემისა და მიზნის გაცნობიერება.
მოსწავლის მიერ მომ ზადებული მასალა მდიდარი და მრავალფეროვანია. გაცნობიერებული აქვს თემა, იდეა, მიზანი.
მუსიკის ისტორიისა და თეორიის ზოგადი საკითხების ცოდნა. ანალიზისა და სინთეზის უნარი.
პასიურია ვერ ახერხებს მუშაობაში ჩართვას.
მოსწავლეს დამოუკიდებლად უჭირს ჩამოაყალიბოს საკუთარი აზრი.

აქვს ანალიზისა და სინთეზის უნარი. მსჯელობს და აყალიბებს საკუთარ აზრს
აუდიტორიასთან კავშირი
ვერ ამყარებს კავშირს აუდიტორიასთან, უჭირს საკუთარი აზრის გადმოცემა
საუბარს აკლია დამაჯერებლობა. მეტ-ნაკლებად ამყარებს კავშირს აუდიტორიასთან
მოსწავლის მეტყველება დინჯი და აუღელვებელია. იგი დამაჯერებელი საუბრით ამყარებს კავშირს აუდიტორიასთან

საგნებთან,საგნობრივ ჯგუფებთან,სასწავლო გეგმასთან კავშირი:

მუს.VII.4 მონაწილეობს პროექტის წარდგენაში. განსაზღვრავს პროექტის მიზანს.

მუს VII. 4 მოიძიებს თეორიულ მასალას და ქმნის რესურსს

მუს VII. 5. აცნობს  თანაკლასელებს მოძიებულ ინფორმაციას,საკუთარ  შთაბეჭდილებას.

მუს.VII. 5. საუბრობს მუსიკალური ნაწარმოების მოსმენით გამოწვეულ შთაბეჭდილებებზე.

მუსVII. 8. მსჯელობს მუსიკის როლზე ადამიანის ცხოვრებაში. აცნობიერებს რომ მუსიკა  ეხმარება მას ადამიანებთან ურთიერთობაში.


ისტ.VII.10.  მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კულტურის შემადგენელ ნაწილებზე.

ს.გ.VII.11.  მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადარს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.

პროექტის  ხელმძღვანელი: ზუზანა  გოგოტიშვილი.

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: zuzanagogotishvili@gmail.com


პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: zuzanagogotishvili.blogspot.com